ადამიანი მისი გაჩენის დღიდან ქმნის
და ხვეწს მუსიკას. მუსიკის საწყისებს ჯერ კიდევ რამოდენიმე მილიონი წლის წინ, პირველყოფილი
ადამიანების პერიოდში ვხვდებით. რა თქმა უნდა თავდაპირველი მუსიკა დღევანდელისაგან
ძალიან განსხვავდებოდა მელოდიურობითაც და დანიშნულებითაც.
მუსიკის საწყისებს პირველყოფილ საზოგადოებაში
წარმოადგენდა ძირითადად ჯოხების კაკუნით ან ტაშით შექმნილი სხვადასხვა რიტმი, რომლის
დანიშნულებაც იყო სხვადასხვა იმფორმაციის ეფექტურად გადაცემა, არ აქვს მნიშვნელობა
ეს იქნებოდა სანადირო თუ საომარი იმფორმაცია. თითოეულ ტომს ჰქონდა საკუთარი სასიგნალო
რიტმი თითოეულ „საკითხთან“ დაკავშირებით. ასეა თუ ისე მიუხედავად დანიშნულებისა თუ
გადმოცემის სახისა, მუსიკის საწყისები სწორედ ამ რიტმრბშია.
ამ საკითხთან დაკავშირებით მეცნიერები
დიდხანს მსჯელობდნენ, რატომ მაინცდამაინც რიტმი? ისინი შეთანხმდნენ რომ რიტმები საკმაოდ
მარტივი წარმოსაქმნელი თუ აღსაქმელი იყო და მართლაც ეფექტურად მუშაობდა. ამასთან ისინი
ფიქრობენ რომ ადამიანს ჯერ კიდევ დაბადებამდე ესმის დედის გულის ცემა, ერთგვარი რიტმი,
რითაც დამატებით ახსანს უძებნიან რიტმების პირველობას. იგივე თეორიის მიხედვით ექიმები
ხსნიან იმ ფაქტსაც რომ ადამიანი სწორედ 70-100 ჰერცი სიხშირის მუსიკას უსმენს, ვინაიდან
ადამიანის გულის ცემა მას ემთხვევა.
შემდგომ პერიოდებში ისევე როგორც
ყველაფერი, მუსიკაც ვითარდებოდა. ორი ჯოხის კომბინაცია შეცვალა ახალმა ინსტრუმენტებმა.
იხვეწებოდა მუსიკა, მისი გადმოცემის ხერხები და აგრეთვე მისი მიზნებიც. პირველყოფილების
დროს ის თუ მხოლოდ რაიმე იმფორმაციის ნაწილობრივ გადასაცემად გამოიყენებოდა, შემდგომში
მუსიკას არა მხოლოდ კომუნიკაციის, არამედ ემოციის გადმოცემის და მისი წარმოქმნის საშუალებად
იქცა.
ამის მაგალითები ქართულ კულტურაშიც
საკმაოდ ბევრი გვაქვს, თუნდაც სამხედრო სიმღერები რომლის წყალობითაც ქართველები ემოციურად
ძლიერდებოდნენ, საბრძოლო სულისკვეთება უღვივდებოდათ და აუტანელს იტანდნენ.
მუსიკის ძალა მხოლოდ ადამიანის შთაგონებით
არ შემოიფარგლება. „მუსიკა ფლობს მაგიურ ძალას, წამიერად ახდენს გაფანტული გონების
კონცენტრაციას და ამშვიდებს ადამიანის აფორიაქებულ სულს“. ეს სიტყვები სამი საუკუნის
წინ დაწერა უილიამ კონგრივმა.
მასზე ბევრად ადრე, უძველეს ხელნაწერებში
კი ვკითხულობთ: „მუსიკალური აღზრდა – ყველაზე
ძლიერი იარაღია,რამეთუ რითმი და ჰარმონია აღწევს ყველაზე დაცულ,სიღრმისეულ და იდუმალ
ადგილებს,ადამიანის სულში“.
უნდა აღინიშნოს
მუსიკით ადამიანის კონტროლის ერთობ ძლიერი მაგალითიც. ცნობილი ფაქტია, რომ ფაშისტები
მუსიკას საკმაოდ კარგად(ეფექტურად) იყენებდნენ, მაგალითად ჰიტლერის ყოველი გამოსვლის
წინ ისინი ხალხს ასმენინებდენ მარშებს, რომლებიც მათ აფორიაქებდათ, აღაგზნებდათ და
განსჯის უნარს აკარგვინებდათ. ეს ხდებოდა სამოქალაქო შეხვედრებში თუ ჯარში, შედეგი
ყველამ ვიცით, ყოველი ჯარისკაცი სასტიკი და უშიშარი იყო. შეიძლება ეს მუსიკის გამოყენების
საუკეთესო შემთხვევა არ არის, მაგრამ ხაზს საკმაოდ მკაფიოდ უსვამს იმას თუ რა შეუძლია
მუსიკას.
როგორც
ზემოთ აღვნიშნე მუსიკა საკმაოდ დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოლოგიაზე. სწორედ
ამ მიზეზის გამო მეცნიერები ფიქრობენ რომ მუსიკა საკმაოდ კარგ აღზრდის მეთოდად შეგვიძლია
ჩამოვაყალიბოთ. ისინი თვლიან რომ კონკრეტული მუსიკალური მიმდინარეობა ხელს უწყობს ბავშვის
აღზრდას, მის ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბებას.
მათმა
კვლევებმა ასევე დაადასტურა რომ იმ ბავშვების 70% რომლებიც ხშირად უსმენენ მუსიკას
გაცილებით ადრე იწყებენ მეტყველებას, ადრეულ ასაკშიც კი უფრო მარტივად წარმოთქვამენ
რთულ სიტყვებს, ვიდრე ის ბავშვები რომლებსაც მუსიკასთან შეხება ფაქტობრივად არ აქვთ.
თავის
წიგნში „მუსიკა და ტვინი“ („Music and the mind”) ფსიქოლოგი ენტონი სტორი წერს: “მუსიკა გასაოცარ ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე,რომლებიც
იტანჯებიან ნერვული სისტემის დაავადებით და მოძრაობის ფუნქციის მოშლილობით.”
ნიმუშისათვის
სთორს მოჰყავს ერთერთი ავადმყოფის მაგალითი, რომელიც დაავადებული იყო პარკინსონის დაავადებით,
მოშლილი ჰქონდა ხელ-ფეხის მოძრაობის უნარი და იმდენად უმწეო იყო, საერთოდ ვერ ახერხებდა
განძრევას. მაგრამ როდესაც ის შეეცადა და გაიხსენა ბავშვობის დროინდელი მელოდიები,
ამან თითქოს გაანთავისუფლა უმოძრაობის ჩარჩოებისგან და მკურნალობის პროცესში გარკვეულ
პროგრესს ჰქონდა
უნდა აღინიშნოს
რომ თითოეული ჯანრის მუსიკა ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს. ზოგი ადამიანში ცეკვის
სურვილს იწვევს, ზოგი უბრალოდ კარგ ხასიათზე აყენებს მას, ან თავს დაცულად აგრძნობინებს.
არცებობს მუსიკის ჟანრები რომელსაც შეუძლია ატირებული გაგაცინოს, ან პირიქით. ზოგ მუსიკას
შეუძლია ადამიანს თვითმკვლელობისკენაც უბიძგოს, ამიტომ მუსიკა სახუმარო რამ არ არის.
ადამიანის
მუსიკალურმა მისწრაფებამ, მისმა მუსიკალურმა გემოვნებამ შეუძლია ადამიანზე იმაზე მეტი
თქვას ვიდრე თავად იცის. მისი წყალობით შეიძლება გავიგოთ ადამიანის ფსიქოლოგიური თუ
ფიზიოლოგიური მდგომარეობა.
მუსიკა
ენაა რომელსაც არ სჭირდება თარჯიმანი, რომელიც ყველამ, იცის დიდმაც და პატარამაც, ენაა
რომელსაც თითოეული, სულის ყველაზე ღრმა ადგილშიაც, სრული არსებით გრძნობს და აღიქვამს.
ჰენრი ლონგფელო ამბობს „მუსიკა არის კაცობრიობის საუკეთესო ენა“.
კაია ძალიან
ReplyDelete