Sunday, March 29, 2015

ფერთა ფსიქოლოგია



ადამიანს გაჩენის დღიდან ყველაფრისადმი გაუჩნდა თავისი დამოკიდებულება, ეს იყო რიტმი, ბუნებრივი მოვლენა, თუნდაც ამინდი, მოკლედ აბსოლუტურად ყველაფერზე ჰქონდა და აქვს მისი გარკვეული შეხედულება. ადამიანები აკვირდებოდნენ ყველაფერს, ცდილობდნენ მის შესავლას, შეცნობას. ისინი აკვიედებოდნენ თვალით, სმენით, ვიბრაციით, მოკლედ ყველაფრით რაც მათ შეეძლოთ.
   ერთერთი რამ რამაც ადამიანის ყურადღება მიიბყრო იყო ის ფაქტი, რომ ადამიანების უმეტესობას რაღაც აერთიანებდა. ისინი აკვირდებოდნენ სხვებსაც და თავებსაც და მიხვდნენ რომ ხალხის უმრავლესი ნაწილი ერთნაირად რეაგირებდა რომელიმე კონკრეტულ ფერზე, ანუ რომელიმე კონკრეტული ფერი მათში ერთსადაიმავე ემოციას იწვევდა. 
   ამ მოვლენას მეცნიერები თუ ფილოსოფოსები დიდი დროის მანძილზე, ჯერ კიდევ ანტიკური საბერძნეთში ჩაეყარა ამ მოვლენის განხილვას საფუძველი. მეცნიერებმა დეტალურად შეისწავლეს ეს ფაქტი და დაადგინეს რომ ფერთა აღქმა უშუალო კავშირშია ტვინის იმ ნაწილთან რომელიც პასუხისმგებელია ემოციაზე. მათ საბოლოოდ დაადასტურეს რომ ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში ერთიდაიგივე ფერი იგივე შეგრძნებებს იწვევს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეგრძნებები დათრგუნულია, ანუ მძაფრი არ არის. ამ ფაქტს მათ ფერთა ფსიქოლოგია, ანუ ფერთა სიმბოლიკა უწოდეს. 
  მათ გამოიკვლიეს ის თუ რომელი ფერი, ან ფერთა კომბინაცია, რა სახის ემოციას ან სურვილს აღძრავდა. მე წარმოგიდგენთ ფერების არასრულ ჩამონათვალს და მათ მნიშვნელობას ჩვენი ემოციური ფონის ჩამოყალიბებაში.

  პირველი ფერი, რომელზეც ვისაუბრებ ეს არის თეთრი, თეთრი ფერი ყოველთვის აღნიშნავდა სიკეთეს, სიწმინდეს და სისპეტაკეს, სწორედ ამიტომ ფრესკებში წმინდანები შემოსილნი არიან კაშკაშა თეთრით რომელიც სინათლეში იზრდება. 
   თეთრი ფერი ინერტულია, ირეკლავს სინათლეს, ტოვებს სისუბთავის შეგრძნებას, სწორედ ამიტომ ექიმები ჯერ კიდევ იბნ სინას (ავიცენას) დროს თეთრით იმოსებოდნენ. როგორც აღვნიშნე ადამიანზე ბევრის თქმა შეიძლება ფერების მიხედვით. თეთრი ფერი როგორც ზემოთ უკვე ვთქვი ინერტულია, ხალხი რომელსაც ეს ფერი უყვართ ხშირ შემთხვავაში ასევე ინერტულები და პასიურები არიან. 
   ეს ფერი არა მარტო პასიურ ამასთან მშვიდ ხალხსაც უყვარს, თეთრი ადამიანს ამშვიდებს, მის სისხლის მიმოქცევას ანელებს, გოლის ცემის სიხშირეს დაბლა სწევს, ამიტომ საოპერაციო პალატები მთლიანად თეთრია. 
   ამ ყველადრის მიუხედავად აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში თეთრი სამგლოვიარო ფერად ითვლება, ასევე მყატვრობაში ის ყველაზე ცივ ფერად არის აღიარებული.

  შემდეგი ფერი რომელზეც გესაუბრებით ეს არის მწვანე. პირველადვე ამ ფერის გაგონებაზე თვალწინ წარმოგვიდგება გაზაფხულის უმშვენიერესი დღე და ახლადამწვანებული მდელო. ამ ფერის წარმოდგენაზეც კი ადამიანი, პირადად მე ყოველი შემთხვევისთვის, მაშინვე ივსება ენერგიით, მშვიდდება და თითქოს ახლდება, სიცოცხლეს ხელახლა იწყებს. მისი ამ თვისების გამო ბევრი საავადმყოფოს კედელი სორედ მვანედაა შეღებილი. მწვანე ლიტერატურასა და მხატვრობაში გამოიყენება როგორც იმედის სიმბოლო.
  მიუხედავად ამისა ბევრ ქვეყანაში მწვანე ითვლება ქრთამის ფრადაც, ის აღნიშნავს ფულსაც.


  ახლა მინდა მწვანე ფერის ერთერთ მშობელზე, ლურჯ ფერზე გესაუბროთ. ამ ფერზე წარმოგვიდგება ზღვა და ცა. ამიტომ ის უსასრულობის სიმბოლიკის მატარებელია. ეს ფერი ხსნის ემოციურ დაღლილობას, სწორედ ამიტომაა რომ ბევრი ფსიქოლოგი მის პაციენტს ურჩევს ზღვაზე წასვლასა და ტალღების ყურებას. ეს ფერი განიხილება როგორც მარადიული სიყვარულის ფერიც. რაც შეეხება ღია ლურჯს, ანუ ცისფერს ის მის ძალებს მართლაც რომ აათმაგებს და ადამიანს ადუნებს, ადუნებს იმდენად რომ სიმშვიდესთან ერთად ის სიამოვნებასაც განიცდის. ლურჯი ფერი კარგია დასასვენებლად და ენერგიის აღსადგენად.

   მწვანე ფერი ლურჯთან ერთად ყვითელის "შვილიცაა", ყვითელი მზის, სითბოს და სიცოცხლის ფერია, ადამიანი მისი შეხედვისთანავე ივსება რაღაც ახალი ენერგიით. მშვიდდება და სიცოცხლის სურვილი უჩნდება. მიუხედავად ამისა ბევრ ადამიანს ეს ფერი არ უყვარს.

   ვნება, ცეცხლი, სიყვარული და სიძულვილი, აგრესია, ახალი ენერგია, ეს ყველაფერი წითელი ფერის დამახასიათებელია. არაერთი მეცნიერი აღნიშნავს რომ ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას ამ ფერის შეხედვისას უჩქარდება გულისცემა, უძლიერდება ემოციები, მომენტალურად იგზნება და გადადის აფექტის მდგომარეობაში. ამ ფერის მოყვარულ ადამიანებს ახასიათებთ ენერგიულობა, აგრესიულობა, ლიდერობა და მტკიცე ხასიათი.

   იისფერი  წითელისა და ლურჯი ფერის შერწყმით მიღებული ფერია. ლურჯი წითელს ზომიერებისკენ უბიძგებს. იისფერი ინტუიციისა და სიმშვიდის ფერია, ის ზრდის გონების განვითარებასა და სისხარტეს. ის ლურჯისა და წითელის შუალედური ფერია რის გამოც სრულ ჰარმონიაშია.


   ვარდისფერი  აქტიური წითელის და პასიური  თეთრის კომბინაციაა, ის სინაზის, სიმშვიდის და სიყვარულის ფერია. სიკეთე და მგრძნობიარობა ასევე ვარდისფერის თვისებებია. ვარდისფერი ქალური საწყისის სიმბოლოა.

  ზურმუხტისფერი კეთილდღეობის, სოლიდარობის, მომთხოვნობის, თანმიმდევრობისა და წესრიგის ფერია.
 

  ბოლოს ყველაზე მაგარი ფერი, ფერი რომელიც ყველაფერს ნთქავს, დელიკატური, ელეგანტური. ფერი რომელიც ყველაფერს ეხამება. შავი ფერი საქმიანი და დახვეწილია, დღეს ის ერთერთი ყველაზე პოპულარული ფერია, მაგრამ მსოფლიოს დიდ ნაწილში ის ნეგატიურ დატვირთვას ატარებს.
   თავიდანვე შავი იყო მისტიურობისა და ბოროტების ფერი. ის ამ ასოცირებით დღემდეა, მაგრამ ხალხს ეს ფერი მისი ეფექტურობისა და პრაქტიკულობის გამო ძალიან უყვარს.
     შავი ფერის მოყვარული ადამიანები გამოირჩევიან საქმიანობით, სერიოზულობით.


        რათქმაუნდა ეს ფერების სრული ჩამონათვალი არ არის. ფერების შეხამებით ყოველთვის მივიღებთ ახალ ფერს და თითოეული მათგანი ჩვენში რაღაც ემიციას აღძრავს.
    

Thursday, March 26, 2015

მუსიკა და მისი როლი ადამიანის ფსიქოლოგიაში


ადამიანი მისი გაჩენის დღიდან ქმნის და ხვეწს მუსიკას. მუსიკის საწყისებს ჯერ კიდევ რამოდენიმე მილიონი წლის წინ, პირველყოფილი ადამიანების პერიოდში ვხვდებით. რა თქმა უნდა თავდაპირველი მუსიკა დღევანდელისაგან ძალიან განსხვავდებოდა მელოდიურობითაც და დანიშნულებითაც.
მუსიკის საწყისებს პირველყოფილ საზოგადოებაში წარმოადგენდა ძირითადად ჯოხების კაკუნით ან ტაშით შექმნილი სხვადასხვა რიტმი, რომლის დანიშნულებაც იყო სხვადასხვა იმფორმაციის ეფექტურად გადაცემა, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნებოდა სანადირო თუ საომარი იმფორმაცია. თითოეულ ტომს ჰქონდა საკუთარი სასიგნალო რიტმი თითოეულ „საკითხთან“ დაკავშირებით. ასეა თუ ისე მიუხედავად დანიშნულებისა თუ გადმოცემის სახისა, მუსიკის საწყისები სწორედ ამ რიტმრბშია.

ამ საკითხთან დაკავშირებით მეცნიერები დიდხანს მსჯელობდნენ, რატომ მაინცდამაინც რიტმი? ისინი შეთანხმდნენ რომ რიტმები საკმაოდ მარტივი წარმოსაქმნელი თუ აღსაქმელი იყო და მართლაც ეფექტურად მუშაობდა. ამასთან ისინი ფიქრობენ რომ ადამიანს ჯერ კიდევ დაბადებამდე ესმის დედის გულის ცემა, ერთგვარი რიტმი, რითაც დამატებით ახსანს უძებნიან რიტმების პირველობას. იგივე თეორიის მიხედვით ექიმები ხსნიან იმ ფაქტსაც რომ ადამიანი სწორედ 70-100 ჰერცი სიხშირის მუსიკას უსმენს, ვინაიდან ადამიანის გულის ცემა მას ემთხვევა.
შემდგომ პერიოდებში ისევე როგორც ყველაფერი, მუსიკაც ვითარდებოდა. ორი ჯოხის კომბინაცია შეცვალა ახალმა ინსტრუმენტებმა. იხვეწებოდა მუსიკა, მისი გადმოცემის ხერხები და აგრეთვე მისი მიზნებიც. პირველყოფილების დროს ის თუ მხოლოდ რაიმე იმფორმაციის ნაწილობრივ გადასაცემად გამოიყენებოდა, შემდგომში მუსიკას არა მხოლოდ კომუნიკაციის, არამედ ემოციის გადმოცემის და მისი წარმოქმნის საშუალებად იქცა.

ამის მაგალითები ქართულ კულტურაშიც საკმაოდ ბევრი გვაქვს, თუნდაც სამხედრო სიმღერები რომლის წყალობითაც ქართველები ემოციურად ძლიერდებოდნენ, საბრძოლო სულისკვეთება უღვივდებოდათ და აუტანელს იტანდნენ.
მუსიკის ძალა მხოლოდ ადამიანის შთაგონებით არ შემოიფარგლება. „მუსიკა ფლობს მაგიურ ძალას, წამიერად ახდენს გაფანტული გონების კონცენტრაციას და ამშვიდებს ადამიანის აფორიაქებულ სულს“. ეს სიტყვები სამი საუკუნის წინ დაწერა უილიამ კონგრივმა.
მასზე ბევრად ადრე, უძველეს ხელნაწერებში კი ვკითხულობთ: „მუსიკალური აღზრდა – ყველაზე ძლიერი იარაღია,რამეთუ რითმი და ჰარმონია აღწევს ყველაზე დაცულ,სიღრმისეულ და იდუმალ ადგილებს,ადამიანის სულში“.
უნდა აღინიშნოს მუსიკით ადამიანის კონტროლის ერთობ ძლიერი მაგალითიც. ცნობილი ფაქტია, რომ ფაშისტები მუსიკას საკმაოდ კარგად(ეფექტურად) იყენებდნენ, მაგალითად ჰიტლერის ყოველი გამოსვლის წინ ისინი ხალხს ასმენინებდენ მარშებს, რომლებიც მათ აფორიაქებდათ, აღაგზნებდათ და განსჯის უნარს აკარგვინებდათ. ეს ხდებოდა სამოქალაქო შეხვედრებში თუ ჯარში, შედეგი ყველამ ვიცით, ყოველი ჯარისკაცი სასტიკი და უშიშარი იყო. შეიძლება ეს მუსიკის გამოყენების საუკეთესო შემთხვევა არ არის, მაგრამ ხაზს საკმაოდ მკაფიოდ უსვამს იმას თუ რა შეუძლია მუსიკას.

როგორც ზემოთ აღვნიშნე მუსიკა საკმაოდ დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოლოგიაზე. სწორედ ამ მიზეზის გამო მეცნიერები ფიქრობენ რომ მუსიკა საკმაოდ კარგ აღზრდის მეთოდად შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ. ისინი თვლიან რომ კონკრეტული მუსიკალური მიმდინარეობა ხელს უწყობს ბავშვის აღზრდას, მის ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბებას.
მათმა კვლევებმა ასევე დაადასტურა რომ იმ ბავშვების 70% რომლებიც ხშირად უსმენენ მუსიკას გაცილებით ადრე იწყებენ მეტყველებას, ადრეულ ასაკშიც კი უფრო მარტივად წარმოთქვამენ რთულ სიტყვებს, ვიდრე ის ბავშვები რომლებსაც მუსიკასთან შეხება ფაქტობრივად არ აქვთ.
თავის წიგნში „მუსიკა და ტვინი“ („Music and the mind”) ფსიქოლოგი ენტონი სტორი წერს: “მუსიკა გასაოცარ ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე,რომლებიც იტანჯებიან ნერვული სისტემის დაავადებით და მოძრაობის ფუნქციის მოშლილობით.”
ნიმუშისათვის სთორს მოჰყავს ერთერთი ავადმყოფის მაგალითი, რომელიც დაავადებული იყო პარკინსონის დაავადებით, მოშლილი ჰქონდა ხელ-ფეხის მოძრაობის უნარი და იმდენად უმწეო იყო, საერთოდ ვერ ახერხებდა განძრევას. მაგრამ როდესაც ის შეეცადა და გაიხსენა ბავშვობის დროინდელი მელოდიები, ამან თითქოს გაანთავისუფლა უმოძრაობის ჩარჩოებისგან და მკურნალობის პროცესში გარკვეულ პროგრესს ჰქონდა 

უნდა აღინიშნოს რომ თითოეული ჯანრის მუსიკა ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს. ზოგი ადამიანში ცეკვის სურვილს იწვევს, ზოგი უბრალოდ კარგ ხასიათზე აყენებს მას, ან თავს დაცულად აგრძნობინებს. არცებობს მუსიკის ჟანრები რომელსაც შეუძლია ატირებული გაგაცინოს, ან პირიქით. ზოგ მუსიკას შეუძლია ადამიანს თვითმკვლელობისკენაც უბიძგოს, ამიტომ მუსიკა სახუმარო რამ არ არის.
ადამიანის მუსიკალურმა მისწრაფებამ, მისმა მუსიკალურმა გემოვნებამ შეუძლია ადამიანზე იმაზე მეტი თქვას ვიდრე თავად იცის. მისი წყალობით შეიძლება გავიგოთ ადამიანის ფსიქოლოგიური თუ ფიზიოლოგიური მდგომარეობა.
მუსიკა ენაა რომელსაც არ სჭირდება თარჯიმანი, რომელიც ყველამ, იცის დიდმაც და პატარამაც, ენაა რომელსაც თითოეული, სულის ყველაზე ღრმა ადგილშიაც, სრული არსებით გრძნობს და აღიქვამს. ჰენრი ლონგფელო ამბობს „მუსიკა არის კაცობრიობის საუკეთესო ენა“.


უსმინეთ მუსიკას და გაილამაზეთ თქვენი ცხოვრების ყოველი წამი თქვენებურად.

Tuesday, March 24, 2015

ეგოიზმი და ანგარება


ხალხი მთელი სამყაროს გარშემო ყოველდღიურად ხმარობს სიტყვა ეგოიზმს, ისინი ერთმანეთს უწოდებენ ეგოისტებს. ვინ არის ეგოისტი, რატომ არის ეგოისტი, ან საერთოდ რა არის  ცნება ეგოიზმი მათმა დიდმა ნაწილმა არც კი იცის.
იმისთვის რომ ვისაუბროთ ეგოიზმზე, ეგოისტ პიროვნებაზე, პირველ რიგში საჭიროა მისი ზუსტი დეფინიცია. ლექსიკონში ეს ცნება ასეა განმარტებული:
ეგოიზმი (ლათ. ego – მე) — ცხოვრების პრინციპი, რომლის მიხედვითაც ადამიანი თავის ქცევაში ხელმძღვანელობს მხოლოდ პირადი ინტერესებით, ანუ პირად ინტერესებს საზოგადოებრივ ინტერესებზე და სხვა ადამიანთა ინტერესებზე წინ აყენებს, ანგარიშს არ უწევს საზოგადოების და მის ირგვლივ მყოფთა ინტერესებს.
რა თქმა უნდა ცხოვრების ასეთ პრინციპს საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამორალურად მიიჩნევს. მაგრამ ეგოიზმზე სასაუბროდ მხოლოდ ეს დეფინიცია საკმარისი არ არის. თუ გვსურს რომ მართლა გავიაზროთ ეს ცნრება საჭიროა მისი განხილვა სხვადასხვა ასპექტებიდან.
ეგოიზმზე საუბრისას გვერდს ვერანაირად ავუვლით ფსიქოლოგებისა და ფილოსოფოსების თეორიებს.
ფსიქოლოგები ეგოიზმის სამ ძირითად ფორმას გამოყოფენ, ესენია: ზეეგოიზმი, ეგოიზმი თვითგანადგურება და ჯანსაღი ეგოიზმი.
ზეეგოიზმი გულისხმობს რომ ადამიანს მხოლოდ თავი აინტერესებს, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს სხვის აზრს ან სურვილებს, მისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ მე. ამის გამო ზეეგოიზმს ფსიქოლოგები ნარცისიზმის მსუბუქ ფორმებსაც კი ადარებენ.

ეგოიზმი თვითგანადგურება არის ეგოიზმის ფორმა რომლის დროსაც ადამიანი ყველაფერში თავს ადანაშაულებს, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდა, ყველაფერში ავალდებულებს თავს. ამასთან იგი ფიქრობს რომ არაფერს წარმოადგენს, არარაობაა. ეგოიზმის ამ ფორმაში ბევრ ადამიანს უჩნდება თვითმკვლელობის სურვილი, დიდი ნაწილი სწორედ ასე ასრულებს მათი აზრით უბადრუკ ცხოვრებას.
ჯანსაღი ეგოიზმი  ეგოიზმის ყველაზე მისაღები ფორმაა, ამ დროს ადამიანი ითვალისწინებს სხვების აზრს, მათ იგებს და შემდეგ მისსავე სასარგებლოდ წარმართავს.
როგორც უკვე აღვნიშნე ეგოიზმზე შეხედულებები აქვთ ფილოსოფოსებსაც. ისინი ფსიქოლოგების მსგავსად გამოყოფენ ეგოიზმის სამ ფორმას:რაციონალური ეგოიზმი, ეთიკური ეგოიზმი და ფსიქოლოგიური ეგოიზმი.
რაციონალური არის ეგოიზმი რომლის მიხედვითაც სუბიექტის ქმედება არის რაციონალური მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის ამ სუბიექტის პირად ინტერესებს ამართლებს.
ფსიქოლოგიური  ეგოიზმი გულისხმობს ადამიანის მოტივაციებს.
ეთიკური  ეგოიზმი კი მორალურობის შესახებაა.
ეგოიზმზე საუბრისას გვერდს ვერც რელიგიას ავუქცევთ, ნებისმიერ რელიგიაში ეგოიზმი მიუღებელია და ერთერთ უდიდეს ცოდვად ითვლება. ქრისტიანული რელიგია მას განიხილავს როგორც ღვთის გზიდან აცდენას, ჩვენ-ის უარყოფას და მე-ს განდიდებას.
ასეა თუ ისე ფსიქოლოგებიც და ფილოსოფოსებიც თანხმდებიან იმაზე, რომ ეგოიზმი ფსიქოლოგიურად აბსოლუტურად ჯანმრთელ ადამიანსაც კი შეიძლება ჰქონდეს და ამიტომ მას როგორც დაავადებას არ განიხილავენ. უფრო მეტიც ისინი ფიქრობენ რომ ეგოიზმი ადამიანისთვის საჭიროც არის და ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად ეგოისტია.
მეც ვეთანხმები ამ მოსაზრებას და ვფიქრობ რომ ადამიანი მაინც ეგოისტად არის დაბადებული, ამიტომ თუ ვინმე ეგოისტს გიწოდებთ მაინცდამაინც შეურაცხყოფად ნუ მიიღებთ.
თუ გავიხსენებთ რომ ეგოიზმი გულისხმობს საკუთარი ინტერესების სხვისაზე მაღლა დაყენებას და ამავდროულად იმ ფაქტსაც რომ თითოეული ადამიანი ეგოისტია უკვე ზედმეტია ლაპარაკი უანგარობაზე. უანგარობა გულისხმობს რომ ადამიანი აკეთებს რაღაცას მხოლოდ სხვისთვის და არავითარ სარგებელს არ ელოდება მისგან.
ანგარება, ანუ მხოლოდ გამორჩენის მიზნით მოქმედება, საზოგადოებაში ეგოიზმის მსგავსად ცუდ ტონად ითვლება. მე კი ვფიქრობ რომ აბსოლუტურად უანგარო ადამიანი არ არსებობს. რაც არ უნდა ოყოს ადამიანი ბოლოს მაინც თავზე ფიქრობს ეს იქნება მატერიალური თუ სულიერი.
ბევრი თქვენგანი არ დამეთანხმება, ბევრი იტყვის კიდეც რომ უანგაროა, მაგრამ საბოლოოდ თუ გადავხედავთ ჩვენს ქმედებებს მივხვდებით, რომ ყოველი მათგანის ჩადენის დროს, შეიძლება ჩვენთვის ბოლომდე გაუაზრებელი, მაგრამ მაინც ანგარება გვამოძრავებდა.
თვით წმინდა ბერებიც კი რომლებიც უამრავ კეთილ საქმეს აკეთებდნენ და არაფერს ითხოვდნენ სანაცვლოდ გაოცებულ ხალხს პასუხობდნენ ღმერთი სანაცვლოდ სასუფეველს დაგვიმკვიდრებს, ღმერთი დაგვიფასებს რაც ვფიქრობ კიდევ უფრო დიდი ანგარებაა.


მე შევეცადე მეტ-ნაკლებად დამენახებინა ჩემი აზრი ამ თემების ირგვლივ. არ გთხოვთ რომ მას ეთანხმებოდეთ. მაგრამ ბოლომდე იფიქრეთ ხართ თუ არა ეგოისტი ან ანგარებიანი, ადრე თუ გვიან თქვენ დადებით პასუხს მიიღებთ.